სალონიკი: კაცმა აფექტურ მდგომარეობაში რესტორნის ვიტრინა ჩაამსხვრია
სალონიკი: კაცმა აფექტურ მდგომარეობაში რესტორნის ვიტრინა ჩაამსხვრია
სალონიკში, პოლიტეხნიოს ქუჩაზე მდებარე რესტორნის ვიტრინა ჩაამსხვრია აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა, რომელიც მოულოდნელად გამოვიდა მწყობრიდან და შუშის მიმართულებით სკამების სროლა დაიწყო.
კაცის მოულოდნელმა აგრესიულმა ქმედებამ მომხმარებლები პანიკაში ჩააგდო, რომლებიც ცდილობდნენ რესტორანი სწრაფად დაეტოვებინათ.
პოლიციამ კაცი დანაშაულის ადგილზევე დააკავა.
აფექტური მდგომარეობის მიზეზად დაკავებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა სახელდება.
მოწმეები აცხადებენ რომ დაკავებული 35-45 წლის არის, იყო ნასვამ მდგომარეობაში და განრისხებული ისვრიდა სკამებს მის გარშემო და ვიტრინის მიმართულებით.
Facebook Comments Box
