სალონიკი: მეხანძრეებმა მოხუცებული ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანეს
სალონიკი: მეხანძრეებმა მოხუცებული ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანეს
სალონიკში, დოირანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში დღეს დილით ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცეცხლი სამზარეულოში, გაზქურას გაუჩმდა და მალევე მთელ სახლს მოედო.
საბედნიეროდ სახლში ხანძრის გაჩენისას მოხუცებულ კაცთან ერთად მისი დამხმარე ქალიც იმყოფებოდა, რომელიც ცეცხლის გამო სხვა ოთახში ჩაიკეტა, თუმცა სახანძრო სამსახურის გამოძახება მაინც შეძლო.
მეხანძრეებმა მალევე შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა და ბინაში გამომწყვდეული მოხუცებულისა და ქალის გამოყვანა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. შემდეგომ კი მოხუცებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
ხანძრის შედეგად სახლს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
Facebook Comments Box