სალონიკი: მძარცველები დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მე-6 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდნენ
სალონიკი: მძარცველები დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მე-6 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდნენ
ორეოკასტროს პოლიციის განყოფილების პოლიციელებმა 2 მძარცველი დააკავა 21 ნოემბერს ღამით, რომლებმაც დრიმუს ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინის გაძარცვა სცადეს. მძარცველები, დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მე-6 სართულიდან გადახტნენ, ვარდნისას კი მძიმედ დაშავდნენ.
დამნაშავეებს თან ჰქონდათ ძვირფასეულობა, 2 მობილური ტელეფონი და 615 ევრო.
დაშავებულებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ გადიან მკურნალობას.
Facebook Comments Box
