სალონიკი: ორშაბათიდან მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
სალონიკი: ორშაბათიდან მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
ორშაბათიდან, 8 დეკემბრიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სალონიკის მეტრო.
მთავარი ხაზის ხელახლა გახსნა, თავდაპირველად დაგეგმილზე 3 დღით ადრე, შესაძლებელი გახდა გაერთიანებული ქსელის სისტემისა და მატარებლების ტესტირების პირველი ძირითადი ციკლის წარმატებით და უფრო სწრაფად დასრულების წყალობით, რის შედეგადაც მეტროს ხაზი კალამარიამდე გაფართოვდა.
სატესტო მოძრაობა მეტროს გახსნის შემდეგაც გაგრძელდება, მაგრამ პასუხისმგებელმა ორგანოებმა გადაწვიტეს, რომ მოსახლეობის უზრუნველყოფა ტრანსპორტით განსაკუთრებით საჭირო იყო სადღესასწაულო პერიოდში.
მეტროს მთავარი ხაზი 8 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით შემდეგი მიმართულებებით იმოძრავებს:
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 06:30 საათიდან 23:00 საათამდე.
- შაბათ-კვირა – დილის 08:00 საათიდან 23:00 საათამდე.
ხოლო 21 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით კი:
- ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით დილის 05:30 საათიდან ღამის 00:30 საათამდე.
- პარასკევი-შაბათი დილის 05:30 საათიდან ღამის 02:00 საათამდე.
Facebook Comments Box
