სალონიკი: პიტ ბულმა 3 წლის ბიჭი მუცლის არეში დაკბინა
სალონიკი: პიტ ბულმა 3 წლის ბიჭი მუცლის არეში დაკბინა
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში 3 წლის ბიჭუნა მუცლის არეში მიყენებული დაზიანებებით გადაიყვანა, რომელსაც დაზიანებები პიტ ბულმა მიაყენა.
უბედური შემთვევა სამშაბათს, 17 ივნისს დილით, პატრიარხუ ღრიღორიუს ქუჩაზე მოხდა, როცა ძაღლს პატარა ბიჭუნა ბებიასთან ერთად მიუახლოვდა. პიტ ბულმა ბიჭს მუცლის არეში უკბინა, თუმცა ექიმების განცხადების თანახმად ნაკბენი ბავშვის სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
გავრცელებული ინფრომაციის თანახმად პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ბიჭუნა საავადმყოფოდან გამოწერეს.
პოლიციამ დააკავა 21 წლის ძაღლის მეპატრონე და 300 ევროიანი ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერა.
გავრცელებული ინფორამციის თანახმად მეპატრონეს ძაღლი კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით ჰყავდა გარეთ სასერნოდ გაყვანილი.
