Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
ორშაბათი, მაისი 11, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სალონიკი: პოლიციამ დააკავა 46 წლის კაცი, რომელიც გამვლელებს დანით თავს ესხმოდა

სალონიკი: პოლიციამ დააკავა 46 წლის კაცი, რომელიც გამვლელებს დანით თავს ესხმოდა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც გამვლელებს ცივი იარაღით ესხმოდა თავს.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დამნაშავეს პოლიციის ყურადღება არაერთხელ აქვს მიქცეული მისი უკანონო ქმედებებით.

ბოლო თავდასხმის შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, როცა 23 წლის ბიჭი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. ბოროტმოქმედი ახალგაზრდას თავს დაესხა და სახე დაუსერა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდამსხმელს სულ მცირე 5 მსხვერპლი მაინც ჰყავს ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

პროკურორის განკარგულების საფუძველზე დაკავებული ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *