სალონიკი: პოლიციამ 16 წლის გოგონაზე თავდასხმისთვის 4 არასრულწლოვანი დააკავა
სალონიკი: პოლიციამ 16 წლის გოგონაზე თავდასხმისთვის 4 არასრულწლოვანი დააკავა
პოლიციამ 4 არასრულწლოვანი გოგონა დააკავა დიავატაში 16 წლის გოგონაზე თავდასხმისთვის.
დაკავებულების ასაკი 15-დან 18 წლამდე მერყეობს.
4 დაკავებულიდან 3 უშუალოდ თავს დაესხა მსხვერპლს, ხოლო მეოთხე კი თავდასხმის მომენტს ტელეფონით იღებდა.
არასრულწლოვნებთან ერთად განყოფილებაში გადაყვანილები არიან მათი მშობლებიც.
პოლიციაში თავდასხმის მსხვერპლის მიერ შესული საჩივრის თანახმად მას სრულიად უმიზეზოდ თავს ორშაბათს საღამოს დაესხნენ დიავატას საბავშვო ბაღის შენობის უკან.
Facebook Comments Box