სალონიკი: პოლიციამ 17 წლის ბიჭი მინი-მარკეტის გაძარცვისთვის დააკავა
სალონიკი: პოლიციამ 17 წლის ბიჭი მინი-მარკეტის გაძარცვისთვის დააკავა
სალონიკში არასრულწლოვანი ბასრი იარაღით შეიჭრა მინი-მარკეტში და მოლარეს მუქარის გამოყენებით 680 ევრო წაართვა.
ძარცვის შემთხვევა გუშინ გამთენიისას დაფიქსირდა.
პოლიციამ არასრულწლოვანი დანაშაულის ადგილზევე დააკავა.
სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული 17 წლის ალბანეთის მოქალაქეა.
Facebook Comments Box