სალონიკი: პოლიციამ 28 წლის ბიჭი დააკავა, რომელიც მეზობლების სახლების ეზოებში შედიოდა და მათ ფეხსაცმელებს ყნოსავდა
სალონიკი: პოლიციამ 28 წლის ბიჭი დააკავა, რომელიც მეზობლების სახლების ეზოებში შედიოდა და მათ ფეხსაცმელებს ყნოსავდა
უცაური შემთხვევა დაფიქსირდა სალონიკში. 28 წლის ბიჭი პოლიციამ მეზობლების პირად სივრცეში შეჭრისთვის დააკავა.
უფრო კონკრეტულად კი ახალგაზრდა ოთხშაბათს დილით 40 წლის მეზობლის მიერ პოლიციაში გაკეთებული საჩივრის შედეგად დააკავეს, რომლის სახლშიც დაკავებული უამრავჯერ შევიდა ოჯახისწევრების ფეხსაცმელების დასაყნოსად.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს არ არის ერთადერთი ოჯახი, რომლის სიმშვიდესაც ბრალდებული არღვევდა.
დაკავებულმა აღიარა დანაშაული და პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა: “ვიცი რომ ავადმყოფობაა ის რასაც ვაკეთებ. შევეცდები ყველა გზას მივმართო იმისთვის, რომ გამოვჯანმრთელდე.” დაკავებულმა ასევე ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს არავისთვის.