სალონიკი: პროკურორმა არასრულწლოვნები დაკითხა, რომლებიც 16 წლის ბიჭს და 14 წლის გოგონას დაესხნენ თავს
სალონიკი: პროკურორმა არასრულწლოვნები დაკითხა, რომლებიც 16 წლის ბიჭს და 14 წლის გოგონას დაესხნენ თავს
სამშაბათს დილით პროკურორმა არასრულწლოვნები დაკითხა, რომლებიც კვირას ღამიღ თავს დაესხნენ 16 წლის ბიჭს და 14 წლის გოგონას პოლიხნის ტერიტორიაზე, სალონიკში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 6 პირი, რომელთა ასაკიც 14 წლიდან 15 წლამდე მერყეობს, მიუახლოვდა დაზარალებულებს და თავს დაეხა. თავდამსხმელებიდან ერთ-ერთმა რკინა ჩაარტყა 16 წლის ბიჭს, ხოლო დანარჩენი 5 კი გოგონას ურტყამდა.
დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან. 16 წლის ბიჭს თავის არეში აქვს მიყენებული დაზიანებები, ხოლო 14 წლის გოგონას კი მუშტები და წიხლები ურტყეს სხეულის არეში.
როგორც დადგინდა თავდასხმის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

Facebook Comments Box
