Latest news
წვიმა, ძლიერი ქარები და ტემპერატურის ვარდნა კვირას საღამოს საათებიდან კვიპროსზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 21 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა ირაკლიოს მერი სოფელ ვუტესში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს - რატომ იხსნება სოფელში გზები ევია: ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღაზიის შესასვლელში შევარდა მგზავრი მატარებლის რელსებში გადავარდა - დაკეტილია ევანგელისმოსა და მეღარო მუსიკის სადგურები რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს 
კვირა, აპრილი 27, 2025
Uncategorizedსაბერძნეთი

სალონიკი: საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

სალონიკი: საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

სალონიკში, ამბელოკიპზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა მოხუცებული ქალბატონის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სასუნთქ გზებზე შექმნილი პრობლემით გადაიყვანა  საავადმყოფოში.

ხანძარი საცხოვრებელი ბინის სამზარეულოში სამშაბათს, ღამის 09:00 საათზე გაჩნდა. Thestival.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როგორც კი მეზობლებმა კვამლი დაინახეს, მაშინვე დარეკეს სახანძრო-სამაშველო სამსახურში. შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო მანქანა მივიდა. ბინაში მეხანძრეები აივნიდან შევიდნენ და იატაკზე გულწასული მოხუცებული იპოვეს. დაშავებული კვამლშიგახვეული ბინიდან გამოიყვანეს და გადაიყვანეს საავადმყოფოში. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეხანძრეებმა ხანძრის ჩაფრობა სამზარეულოშივე შეძლეს, რაც იმას ნიშნავს რომ სახლის სხვა ოთახები არ დაზიანებულა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *