სალონიკი: სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 16 წლის ბიჭის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი 13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ედება
სალონიკი: სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 16 წლის ბიჭის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი 13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ედება
პროკურორმა დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა 16 წლის ბიჭის მიმართ, 13 წლის გოგონას მიერ გაკეთებული საჩივრის საფუძველზე, რომელსაც ბრალი გოგონას გაუპატიურებაშ ედება.
არასრულწლოვანი დღეს დასაკითხად სალონიკის სასამართლო შენობაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფრომაციის თანახმად გაუპატიურების შემთხვევა ორშაბათს შუადღეს, ლაგადაში მდებარე მიტოვებულ შენობაში დაფიქსირდა. არასრულწლოვნები ამ შემთხვევამდეც იცნობდნენ ერთმანეთს. 13 წლის გოგონა მომხდარის შესახებ მის დამრიგებელს ესაუბრა. დამრიგებლის დახმარებით გოგონამ პოლიციას მიმართა, ხოლო პოლიციაში საჩივრის დაწერის შემდეგ თანამშრომლებმა შეძლეს 16 წლის მოძალადის დაკავება.
დაკავებულის მამის განცხადების თანახმად დაკავებული ყველა ბრალდებას უარყოფს: “არანაირ სექსუალურ კავშირს არ ჰქონია ადგილი ბავშვებს შორის. ჩემმა ბიჭმა მითხრა რომ სასეირნოდ წავიდნენ, ერთ-ერთ კაფეში დასხდნენ და შემდეგ სახლში დაბრუნდნენ. ვერ ვხვდებით რატომ უჩივის და აცხადებს რომ გააუპატიურა..” – განაცხადა ბრალდებულის მამამ.