სალონიკი: ტაქსის მძღოლი 35 წლის კაცმა სახრახნისით სხეულის დაზიანების მუქარით გაძარცვა
სალონიკი: ტაქსის მძღოლი 35 წლის კაცმა სახრახნისით სხეულის დაზიანების მუქარით გაძარცვა
შემზარავი ღამე გამოიარა პარასკევს ტაქსის მძღოლმა სალონიკიდან, რომელსაც 35 წლის მგზავრი დაესხა თავს.
thestival.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 35 წლის უცხოეთის მოქალაქემ მგზავრობის დროს მძღოლს სახრახნისი მიადო ყელზე და ფული მოსთხოვა.
ტაქსისმძღოლმა სრულად მისცა დღის განმავლობაში მოგროვილი თანხა.
საბედნიეროდ სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად მოახერხეს მძარცველის ვინაობის დადგენა და დააკავეს.
Facebook Comments Box
