სალონიკი: ქალაქის ცენტრში მდებარე ბინაში ხანძარი გაჩნდა
სალონიკი: ქალაქის ცენტრში მდებარე ბინაში ხანძარი გაჩნდა
გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო გაჩნდა ხანძარი დღეს, დილის 10:30 საათზე სალონიკში, პერდიკასა და კავტაძოღლუს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სახანძრო სამსახური, რომლის დროული რეაგირების შედეგადაც მალევე მოხდა ხანძრის კონტროლ ქვეშ დაქვემდებარება. დროული რეაგირების შედეგად ცეცხლი სხვა სახლებს არ მოსდებია, თუმცა ბინას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა ხანძრის შედეგად.
სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხანძრის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა.
Facebook Comments Box