სალონიკი: ყველა კაც მეგობარს თუ არ წაშლი Facebook-დან ცოცხლად დაგჩეხავ – დაემუქრა კაცი პარტნიორს
სალონიკი: ყველა კაც მეგობარს თუ არ წაშლი Facebook-დან ცოცხლად დაგჩეხავ – დაემუქრა კაცი პარტნიორს
ყველანაირ ზღვარს გასცდა წყვილის შეკამათება სალონიკში, როცა კაცი პარტნიოს ცოცხლად დაჩეხვით დაემუქრა თუ მის ყველა მამრობითი სქესის მეგობარს მეგობრებიდან არ წაშლიდა.
შეშინებულმა ქალმა პოლიციას საშველად მიმართა და საჩივარიც დაწერა. საჩივარზე დაყრდნობით ქალი გამვლელმა გადაარჩინა, რომელმაც მისი კივილის ხმა გაიგო და პოლიციას გამოუძახა.
“ჩემი ცოლია, ვხუმრობთ” – უპასუხა გამვლელს კაცმა, რათა დაერწმუნებინა რომ ქალზე არ ძალადობდა. თუმცა ამავდროულად პარტნიორი მაღაზიის ვიტრინაზე ჰყავდა აკრული და მოკვლით ემუქრებოდა.
“აღნიშნულ შემთხვევამდე რამდენიმე დღის წინ ვთხოვე რომ დავშორებულიყავით, რადგან ადრეც დამარტყა ხელი. გუშინ წინ კი დამირეკა და დაჟინებით მომთხოვა რომ გვესაუბრა. შემდეგ სახლში მომაკითხა და მანიაკალურად რეკავდა ზარს. იძულებული გავხდი რომ მეპასუხა, რომ გაჩერებულიყო. ამიტომაც დავთანხმდი სადმე მშვიდ ადგილას წავსულიყავით და გვესაუბრა.” – განაცხადა ქალმა სასამართლო პროცესზე.
საუბარმა სამწუხაროდ შედეგი არ გამოიღო და მაშინ, როცა ქალი სახლში ბრუნდებოდა ბრალდებულმა არ მისცა უფლება შენობაში შესულიყო და დაჩეხვით დაემუქრა. სწორედ მაშინ, როცა ბრალდებული უყვიროდა და მოკვლით ემუქრებოდა გამვლელმა პოლიცია გამოიძახა.
დაზარალებულის განცხადების თანახმად ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბრალდებული მანიაკალურ ეჭვიანობის სცენას მართავს.
გამომდინარე იქიდან, რომ წყვილმა სასამართლო პროცესის ბოლოს განაცხადა, რომ სურდათ მედიატორის გზით მოეგვარებინათ დავა ბრალდებულის წინააღმდეგ სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანია.