სალონიკი: ყოფილმა ჯარისკაცმა შელაპარაკების დროს საკუთარი და ზურგში დაჭრა
სალონიკი: ყოფილმა ჯარისკაცმა შელაპარაკების დროს საკუთარი და ზურგში დაჭრა
დროებით პატიმრობაში იმყოფება ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც საკუთარ დას დანით აედევნა და მისი ზურგში დაჭრა სცადა. მისი სასამართლო მოსმენა რამდენიმე დღით გადაიდო, რადგან სასამართლო ელოდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.
ბრალდებული გასულ შაბათს დააკავეს ოჯახური ძალადობის ბრალდებით. ბრალდებულის და, 50 წლის ლექტორი აცხადებს, რომ შეკამათება უმნიშვნელო რამეზე მოუვიდათ მაშინ, როცა ბრალდებული სახლში დაბრუნდა. კამათის დროს ბრალდებულმა დანა აიღო და დაემუქრა რომ მოკლავდა. შეშინებული ქალი გაიქცა, რომ თავიდან აერიდებინა ყოველგვარი თავდასხმის მცდელობა, თუმცა ბრალდებული მას გაეკიდა და ზურგში დაჭრა.
“დედაჩვენს გვერდით ოთახში ეძინა როცა ჩემი ძმა სახლში განერვიულებული დაბრუნდა. ჩემს ოთახში შემოვიდა და მკითხა რატომ გადავაადგილე სკამები მისაღებ ოთახში. მე ვუპასუხე, რომ არაფრისთვის მომიკიდია ხელი. ჩემი პასუხის შემდეგ გავიდა ოთახიდან და უკან დანით ხელში დაბრუნდა. “ეხლა ნახავ რაც მოგივა” – მითხრა, დამიწყო გინება..” საუბარში ქალმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მას ძმა დაემუქრა.
“ეზოში გავვარდი და გამომეკიდა. რაღაც მომენტში დამეწია და ზურგში დამჭრა.”