სალონიკი: შტორმის შედეგად მაღაზიები და ქალაქის ქუჩები დაიტბორა
სალონიკი: შტორმის შედეგად მაღაზიები და ქალაქის ქუჩები დაიტბორა
სალონიკში ქარიშხლის შემდეგ, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, სამაშველო-სახანძრო განყოფილებამ მინიმუმ 25 ზარი მიიღო, რომელთაგანაც უმეტესობა წყლის ამოტუმბვასთან იყო დაკავშირებული. ზარების უმეტესობა ქალაქის ცენტრიდან იყო შესული.
სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარებით მოხერხდა მოხუცებული ქალის დატბორილი სახლიდან გამოყვანა, ხოლო დედა-შვილი კი დატბორილი მანქანიდან გადმოიყვანეს.
შტორმის შედეგად დაიტბორა და მდინარედ იქცა ქალაქის უამრავი გზა, რის შედეგადაც შეუძლებელი გახდა მანქანით გადაადგილება.
ქარიშხალმა წააქცია ხეები და გაუჩერებელი შტორმის შედეგად დაიტბორა მაღაზიები და მათი სარდაფები.
Facebook Comments Box