სალონიკი-ხალკიდიკი ამ ზაფხულს გერმანელი დამსვენებლების დიდ რაოდენობას უმასპინძლებს
სალონიკი-ხალკიდიკი ამ ზაფხულს გერმანელი დამსვენებლების დიდ რაოდენობას უმასპინძლებს
სალონიკსა და ხალკიდიკში ჯავშნების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა დაადასტურეს გერმანელმა ტურიზმის სპეციალისტებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნულ რეგიონში ორგანიზებულ Fam Trip-ში 5-9 ივნისს.
საბერძნეთის ტურისტულმა ორგანიზაციამ გერმანულ საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, რათქმაუნდა ეგეოსის ავიახაზებისა და ხალკიდიკისა და სალონიკის ტურისტული ორგანიზაციების დახმარებით ისევე როგორც სასტუმრო ქსელის ზეუს ინტერნაციონალის დახმარებით, შეძლო და მოახდინა საუკეთესო შთაბეჭდილება გერმანელი ტურიზმის სპეციალისტებზე.
შეხვედრის მიზანი გერმანულ ბაზარზე ამ ორი მიმართულების შემდგომი პოპულარიზაცია და მათი არსებულ დასასვენებელ პაკეტებში ჩართვა იყო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და გადაწყდა, რომ სალონიკი იქნება კარიბჭე ხალკიდიკისკენ მიმავალი დამსვენებლებისთვის, რომელიც ტურისტებს სთავაზობს ზაფხულის დაუვიწყარ არდადეგებს მისი ულამაზესი სანაპიროებითა და უამრავი ალტერნატიული აქტივობებით.