Latest news
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სალონიკი: 13 წლის გოგონა ექვსმა არასრულწლოვანმა გააუპატიურა

სალონიკი: 13 წლის გოგონა ექვსმა არასრულწლოვანმა გააუპატიურა

ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა 13 წლის გოგონა ფილიპინებიდან. 

მოძალადეები არასრულწლოვნები არიან, რომლებმაც სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები ტელეფონებით გადაიღეს.

საჩივარზე დაყრდნობით გოგონა 6-მა არასრულწლოვანმა თებერვალში გააუპატიურა. გოგონას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მოძალადეებიდან ერთ-ერთთან, 15 წლის ბიჭთან, რომელმაც გოგონა სალონიკში მდებარე ერთ-ერთ სადარბაზოს პარკინგზე არსებულ საერთო საპირფარეშოში შეიტყუა. სწორედ იქ ელოდებოდა მათ კიდევ 5 მოძალადე, რომლებმაც გოგონა გააუპატიურეს, გაუპატიურების ამსახველი კადრები გადაიღეს და ვიდეოს ნაწილი ინტერნეტის გამოყენებით გაავრცელეს კიდეც.

მოძალადეებიდან 3 საბერძნეთის, ხოლო 3 კი ალბანეთის მოქალაქეა. 6 დაკავებულიდან 4 არასრულწლოვანია: 14,15,16,16 წლის და 2 სრულწლოვანი: 18 და 19 წლის. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *