Latest news
საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება წარმოადგენს თუ არა საფრთხეს საბერძნეთისთვის შობადობის კლება რომელ მანქანებს აეკრძალებათ გადაადგილება საბერძნეთში სასამართლომ ომონიის პოლიციის განყოფილებაში 19 წლის გოგონას გაუპატიურების საქმის განხილვა დაიწყო  პირეა: სამართალდამცავი ორგანოები 24 წლის გოგონას მე-7 სართულიდან გადმოვარდნის საქმეს იძიებენ სალონიკი: მუნიციპალიტეტის მიერ შეგროვებული ყველაზე უცნარუ ნივთები აღიი ანარღირი: სავალალო პირობებში უწევდა 3 ბავშვს ცხოვრება მშობლებთან ერთად  პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა 24 წლის გოგონას პარტნიორი, რომელიც მე-7 სართულიდან ვარდნის შედეგად გა... ირაკლიო: სკოლაში სასწავლო პროცესი რწყილების გავრცელების გამო შეჩერდა 2 არასრულწლოვანი ელ.სკუტერით ფეხითმოსიარულეს შეეჯახა 
შაბათი, მაისი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

სალონიკი: 15 წლის გოგონას მამა ფიზიკურად გაუსწორდა

სალონიკი: 15 წლის გოგონას მამა ფიზიკურად გაუსწორდა

სასამართლოს წინაშე წარდგა 15 წლის შვილის ცემისთვის მამა, რომელსაც ქალიშვილმა თავში მუშტი ჩაარტყა.

მამა-შვილს შორის ჩხუბი 12 ოქრომბერს ღამით ატყდა. არასრულწლოვანი სახლში გვიან დაბრუნდა. მამის საყვედურის შემდეგ უარყოფითი რეაქციის შემდეგ მეორე დღეს მამამ გოგონას სთხოვა ჩაელაგებინა მისი ნივთები და წასულიყო სახლიდან, რადგან არ ემორჩილებოდა სახლის წესებს და ეს იქნებოდა მისი სასჯელი.

გოგონამ ყველაფერი მისი მეგორბის დედას მოუყვა, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად შეიტანა პოლიციაში საჩივარი.

“ტიროტა და მითხრა რომ ამჯერად ძალიან ძლიერად დაარტყა. ვუთხარი წასულიყო ახლომდებარე ავტობუსის გაჩერებაზე და დამლოდებოდა. ჩხუბის მიზეზი კვირას ღამით სახლიდან გასვლა გახდა. დააგვიანა სახლში მისვლა. მითხრა რომ მამამისმა არაერთხელ დაარტყა ხელი. მეორე დღეს, როცა სკოლიდან დაბრუნდა თავში ჩაარტყა. მას შემდეგ რაც საჩივარი შევიტანეთ ჩემთან ცხოვრობს. მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი ოჯახისწევრი არ დაინტერესებულა როგორ არის.” – აცხადებს გოგონას მეგორბის დედა.

ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ხშირად ავლენს ძალადობრივ ხასიათს და ჰყავს ფსიქიატრი, რომელთანაც მუდმივად დაჰყავთ: “ვუთხარი არ დაეგვიანებინა სახლში. არ მინდოდა ღამით ქუჩაში მარტო ყოფილიყო. არ პასუხობდა ტელეფონს. სახლიდან არასდროს გამიგდია. გაბრაზდა მის ინსტაგრამზე რომ შევედი ჩემი ტელეფონიდან და ამიტომ შეიტანა საჩივარი. მაგინებდა, მე ხელში ვწვდი რომ გამეჩერებინა მას შემდეგ რაც დამარტყა.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *