სალონიკი: 17 წლის ბიჭის ბულინგის საქმეში პროკურორი ჩაერთო
სალონიკი: 17 წლის ბიჭის ბულინგის საქმეში პროკურორი ჩაერთო
ჯოჯოხეთური გამოცდილების გავლა მოუწია 17 წლის სკოლის მოსწავლეს პატრადან, რომელიც 5 დღიან ექსკურსიაზე იმყოფებოდა თანაკლასელებთან ერთად სალონიკში.
გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელია მიზეზი, თუ რატომ აითვალწუნეს მისმა თანაკლასელებმა 17 წლის ბიჭი და გადაწყვიტეს მისი ცხოვრება გამუდმებული ბულინგით ჯოჯოხეთად ექციათ.
ტელემაუწყებელი STAR-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვნებმა ბულინგის მსხვერპლის ჭიქაში მოშარდეს და შარდის დალევა მოსთხოვეს, ხოლო როცა 17 წლის ბიჭმა ჰკითხა რატომ ექცეოდნენ ასე, ის უმოწყალოდ სცემეს.
აღნიშნულ ბულინგის საქმეში ჩაერთო პატრას პროკურატურის ხელმძღვანელი ნიკოს ნიკოლაოსი. პროკურორმა ბრძანება გასცა დროულად მოხდეს საქმის მასალების შეგროვება და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა დამნაშავეების წინააღმდეგ.