Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

სალონიკი: 23 წლის ბიჭი ორმა კაცმა გააუპატიურა – მსხვერპლს ვიდეო გადაუღეს და ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნეს

სალონიკი: 23 წლის ბიჭი ორმა კაცმა გააუპატიურა – მსხვერპლს ვიდეო გადაუღეს და ინტერნეტ სივრცეში გამოუქვეყნეს

23 წლის ბიჭის საჩივრის შემდეგ პოლიციამ 2 კაცი დააკავა.
ახალგაზრდა ბიჭის ჩვენების თანახმად ბოროტმოქმედებმა, რომელთაგან ერთ-ერთი 43 წლის ბერძენია, ხოლო მეორე 33 წლის ირანელი, მათ თანამზრახველთან ერთად გასულ პარასკევს ღამით ბიჭი მენემენის ტერიტორიაზე მდებარე სახლში ძალის გამოყენებით მიიყვანეს, გააუპატიურეს, სექსუალური კავშირის დამყარებისას ვიდეო გადაუღეს და ინტერნეტის საშუალებით აღნიშნული ვიდეოკადრები გაასაჯაროეს.
ძალადობის მსხვერპლს წაართვეს ტელეფონი, საკრედიტო ბარათი, საათი, ლეპტოპი და თანხა, რომელიც თან ჰქონდა.
23 წლის ბიჭს ჩაუტარდება სამედიცინო/სასამართლო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს ნამდვილად აღენიშნება თუ არა მას სხეულზე ძალადონის კვალი.
პოლიციამ ორივე ბოროტმოქმედი დააკავა. დაკავებულების წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *