სალონიკი: 23 წლის ბიჭი 61 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავეს
სალონიკი: 23 წლის ბიჭი 61 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავეს
23 წლის ალბანეთის მოქალაქე გაუპატიურების მცდელობისთვის, სიცოცხლისთვის საშიში სხეულის დაზიანების მიყენებისა და ძარცვისთვის დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალ წელს გამთენიისას, დამნაშავეს შეხვედრა ჰქონდა დანიშნული პილეაში 61 წლის ქალთან. შეხვედრისას 23 წლის ბიჭმა მუქარის გამოყენებით 61 წლის ქალს აიძულა სექსუალური კონტაქტი დაემყარებინა მასთან. ბოროტმოქმედმა ქალს თავში ჩაფხუტი, შემდეგ კი ბოთლი ჩაარტყა და მობილური ტელეფონი წაართვა.
მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავემ ადგილიდან მიმალვა სცადა პოლიციამ მისი დაკავება მაინც შეძლო.
ძალადობის მსხვერპლი გადაყვანილია საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
Facebook Comments Box