სალონიკი: 27 წლის გოგო აივნიდან გადახტა და ფეხშიშველი გაიქცა ქმრისგან თავის დასაღწევად
სალონიკი: 27 წლის გოგო აივნიდან გადახტა და ფეხშიშველი გაიქცა ქმრისგან თავის დასაღწევად
პიჟამოებში, ფეხშიშველს აივნიდან მოუწია გადახტომა 27 წლის გოგოს იმისთვის, რომ ქმრისგან თავი დაეღწია.
კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის შემთხვევა და კიდევ ერთი მოძალადე, რომელმაც თავის გაკონტროლება ვერ შეძლო კამათისას.. სასამართლომ 43 წლის კაცს 15 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა მეუღლისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის. ძალადობის მსხვერპლს 43 წლის კაცისგან 2 შვილი ჰყავს.
საქმის მასალების თანახმად ძალადობის შემთხვევა გასულ შაბათს დაფიქსირდა. წყვილს შორის შელაპარაკება მოძალადის მიერ ბოლო დროს ხშირად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დასახელდა.
“დაქორწინებულები ვართ და 2 შვილი გვყავს. ბოლო 2 კვირაა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშაა და სწორედ ამიტომ წამოვედი სახლიდან ბავშვებთან ერთად და დედამთილთან ვცხოვრობდი. შაბათს მოგვაკითხა და ჩემთან ლაპარაკი სურდა. დამადანაშაულა, რომ მის მეგობართან მაქვს სასიყვარულო ურთიერთობა. რათქმაუნდა ვუთხარი რომ ცდება და ეჩვენება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების გამო. არ გაჩერდა და ხელი დამარტყა.” ძალადობის მსხვერპლმა იქვე დასძინა, რომ ერთადერთი გზა, რომ განრისხებული ქმრისგან თავი დაეღწია აივნიდან გადახტომა იყო.