სალონიკი: 32 წლის გოგონაზე საკუთარი მამა 1998 წლიდან სექსუალურად ძალადობდა
სალონიკი: 32 წლის გოგონაზე საკუთარი მამა 1998 წლიდან სექსუალურად ძალადობდა
ძალადობის მსხვერპლმა, რომელზეც საკუთარი 70 წლის მამა სექსუალურად ძალადობდა, სალონიკის პოლიციის განყოფილებაში საჩივარი შეიტანა.
32 წლის გოგონა აცხადებს, რომ პირველად ამ ჯოჯოხეთური ქმედების მსხვერპლი 6 წლის ასაკში გახდა, თუმცა ეს არ ყოფილა ბოლო და უკანასკნელი, რადგან ძალადობრივმა ქმედებებს ადგილი ბოლო წლებშიც ჰქონდა.
საჩივრის თანახმად პირველად გოგონა მამამ 1998 წელს გააუპატიურა, მაშინ, როცა სულ რაღაც 6 წლის იყო. მოძალადემ შვილზე სექსუალურად 2023 წლის აგვისტოში და 2024 წლის ივნისშიც იძალადა, ხოლო 2024 წლის მარტში კი მისი გაუპატიურების მცდელობა ჰქონდა.
საჩივრის შემდეგ 70 წლის კაცის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სერიული გაუპატიურების, ოჯახური ძალადობის, იარაღის უკანონო შენახვისა და ნათესავებს შორის სქესობრივი აქტის დამყარებისთვის.
საქმის მასალები გადაეცა პროკურორს.