Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

სალონიკი: 50 წლის კაცი მის მეუღლეს მოკვლით დაემუქრა, რადგან ტელევიზორის გადატანაში არ დაეხმარა

სალონიკი: 50 წლის კაცი მის მეუღლეს მოკვლით დაემუქრა, რადგან ტელევიზორის გადატანაში არ დაეხმარა

სალონიკში, ავტობუსში წყვილს შორის ჩხუბი იმის გამო ატყდა, რომ ცოლი ქმარს ტელევიზორის ტარებაში არ დაეხმარა. ქალის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად ბრალდებულმა მოატყუა, რომ ტელევიზორი დიდი ზომის იყო და მართო მისი გადატანა არ შეეძლო: “ძალიან გავბრაზდი, რადგან მომატყუა. რიდესაც ადგილზე მივედი ვნახე, რომ ტელევიზორი არც დიდი იყო, არც მძიმე და თავისუფლად შეეძლო მისი მარტო გადატანა. ტელევიზორთან დაკავშირებული კამათი ჩხუბში გადაიზარდა და ავტობუსიდან როგორც კი ჩამოვედით ვუთხარი, რომ მოეგროვებინა მისი ნივთები და წასულიყო სახლიდან, რადგან ვშორდებოდი. ამ დროს დამიწყო ყვირილი და დამემუქრა რომ გამანადგურებდა მეც და ჩვენს შვილებსაც. როდესაც პოლიციაში დარეკვა ვცადე ხელში მწვდა, ტელეფობის წართმევა უნდოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ დონემდე დავეშვებოდით. ერთადერთი რამ რაც ახლა მინდა არის ის, რომ მოაგროვოს მისი ნივთები და წავიდეს სახლიდან.”

პოლიციამ 50 წლის კაცი ოჯახური ძალადობისთვის დააკავა. 

სასამართლომ დაკავებული ბრალდებულად სცნო მუქარის გამო და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ბრალდებული დაახლოვებით 2 000 ევროს ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *