სალონიკი: 53 წლის მამაკაცი თაღლითობის მსხვერპლი გახდა
სალონიკი: 53 წლის მამაკაცი თაღლითობის მსხვერპლი გახდა
სალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადსწყვეტილებით ბანკს, რომელშიც ანგარიში ჰქონდა გახსნილი 53 წლის მამაკაცს, ეკრძალება მოითხოვოს თაღლითობის მსხვერპლისგან თანხა, რომელიც მას თაღლითური დაჯგუფების გამო მართებს.
53 წლის მამაკაცი აცხადებს, რომ ელექტრონული თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მას 6 000 ევროიანი სესხი აქვს ბანკიდან “აღებული”, რომლის მისაღებადაც არც განაცხადი გაუკეთებია და არც არასდროს გადასულა აღნიშნული თანხა მის საკუთრებაში.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ბანკს არ აქვს უფლება მოითხოვოს ე.წ “მსესხებლისგან” აღნიშნული თანხა და ასევე არ შეუძლია მიიღოს სარგებელი (პროცენდები) გასესხებული თანხიდან.
მიმდინარეობს გამოძიება თაღლითის ვინაობის დასადგენად, რომელმაც თანხა ბანკიდან ორ ეტაპად, 3 000 ევროს ოდენობის თანხებად გამოითხოვა.