სალონიკი: 68 წლის კაცს ბრალი მისი 4 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ედება
სალონიკი: 68 წლის კაცს ბრალი მისი 4 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ედება
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 68 წლის კაცის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი მისი 4 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ედება.
პოლიციამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ 2024 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით ბრალდებული მის შვილიშვილზე სექსუალურად ძალადობდა მაშინ, როცა 4 წლის გოგონას მშობლები სახლში არ იყვნენ. უნდა აღინიშნოს, რომ 4 წლის გოგონას მშობლები ნდობას უცხადებდნენ ბაბუას და სრულად ანდობდნენ ბავშვის უსაფრთხოებას.
პოლიციაში საჩივარი გოგონას მშობლებმა შეიტანეს, როდესაც ნახეს თუ როგორ გახადა ტანსახმელი შვილიშვილს ბაბუამ და სცადა მასთან სექსუალური კავშირის დამყარება.
4 წლის გოგონას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გაიარა შემოწმება ბავშვთა ფსიქოლოგთანაც.
Facebook Comments Box