სამარიას ხეობაში 21 წლის ტურისტი გაუჩინარდა
სამარიას ხეობაში 21 წლის ტურისტი გაუჩინარდა
13 იანვრიდან ეძებენ 21 წლის ტურისტს გერმანიიდან, რომელიც ხანიაში დასასვენებლად ჩავიდა.
ახალგაზრდამ ავტომანქანა იქირავა, რათა გაეადვილებინა გადაადგილება და დანიშნულების წერტილებამდე მისვლა. ხუთშაბათს, 13 იანვარს, სწორედ ნაქირავები ავტომანქანით წავიდა ომალოში, კერძოდ ქსილოსკალოში, ავტომანქანა სამარიას ხეობასთან გააჩერა და სწორედ აქ იკარგება მისი კვალი.
zarpanews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კომპანიის მეპატრონე, რომელიც ავტომანქანებს აქირავებს, დღეების განმავლობაში ცდილობდა ტურისტთან კონტაქტზე გასვლას, თუმცა უშედეგოდ. სწორედ მან განაცხადა პოლიციაში ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ. გერმანელი ტურისტის ბოლო კვალს კამერების დახმარებით მიაგნეს. ამჟამად სამარიას ხეობა დაკეტილია და სამართალდამცავი ორგანოები სამაშველო სამსახურის დახმარებით აქტიურად ეძებენ გაუჩინარებულს.