სამოთრაკი: პარადისოსის ჩანჩქერიდან ვარდნის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა
სამოთრაკი: პარადისოსის ჩანჩქერიდან ვარდნის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა
სხეულის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში 20 წლის გოგონა, რომელიც სამოთრაკში, პარადისოსის ჩანჩქერზე დაშავდა.
გოგონა დღეს საღამოს მაშველებმა ამოიყვანეს ჩიხიდან და გადასცეს სასწრაფო დახმარების ბრიგადას.
გოგონას გადასარჩენად 7 მეხანძრე/მაშველი მუშაობდა, რომლებსაც სახანძრო მანქანის დატოვება მოშორებით მოუწიათ, რადგან ადგილამდე, სადაც გოგონა დაშავდა, მხოლოდ ბილიკით არის მისვლა შესაძლებელი.
დაშავებული მაშველებმა სასწარფო დახმარების ბრიგადამდე საკაცით მიიყვანეს. გოგონა ამჟამად ქირურგიულ კლინიკაშია მოთავსებული და უტარდება გამოკვლევები. ექიმები შედეგებზე დაყრდნობით და გართულებების თავიდან ასაცილებლად გადაწყვეტენ საჭირო იქნენა თუ არა პაციენტის ნევროლოგიურ კლინიკაში გადაყვანაც დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად, რადგან გოგონას აღენიშნება მრავალგზის მოტეხილობები ხერხემალზე.
გოგონას მშობლებს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია შვილის დაშავების შესახებ და ამჟამად მიემართებიან სალონიკიდან კუნძულისკენ.
