Latest news
ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა ვიოლანდა: ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ ვიოლანდა: ქარხნის მფლობელს დაკითხვაზე გადაიყვანეს სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ გასაღებს მაინც არ მაძლევდა - აცხადებს 64 წლის კაცი, რომელმაც საკუთარ ძმა... ტაქსის მძღოლები 3 დღიან გაფიცვას აცხადებენ ქაოსი ქუთაისი-სალონიკის ფრენაზე იყო თუ არა ელექტრო ავტომანქანა, რომელსაც ეთნიკი ოდოსზე ცეცხლი გაუჩნდა თავისუფალი თეატრი 20 თებერვალს 24 საათით გაიფიცება არღირუპოლი: 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს დღეიდან ვიოლანდას მფლობელის მეორე ქარხანა Vitafree-ც დაიკეტება
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სამოსი: 11 კილო მარიხუანას გაყიდვა მათ 140 000 ევროს მოგებას მოუტანდა

სამოსი: 11 კილო მარიხუანას გაყიდვა მათ 140 000 ევროს მოგებას მოუტანდა

სამ ბერძენს, რომლებიც ოცნებობდნენ 140 000 ევროიან მოგებაზე გასვლას, გასაყიდად გამზადებული ჰქონდათ 11 კილო დამუშავებელი და დაუმუშავებელი მარიხუანა. თუმცა მათ დასახული მიზნის განხორციელება არ დასცალდათ, რადგან პოლიცია ძაღლებით მათი ბინების შესამოწმებლად მივიდა. ჩხრეკის ჩასატარებლად გაცემული იყო შესაბამისი ორდერიც. 

სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩხრეკა დამნაშავეების რამდენიმე სახლში ჩაატარეს, რომლებიც კუნძულის სხვადასხვა უბანში მდებარეობს. ჩხრეკის შედეგად ძაღლებმა 9 კილო და 589,33 გრამი დაუმუშავებელი მარიხუანა, 1 კილო და 730,15 გრამი დამუშავებული მარიხუანა შოკოლადის ფორმით, 136 გრამი მარიხუანას თესლი, 2 სასწორი და 1 შეკვრა მოსაწევად გამზადებული მარიხუანა ამოიღეს. 

ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ერთად ჩხრეკისას პოლიციამ რამდენიმე ტიპის დანა, სანადირო თოფი, ხელბორკილები, მობილური ტელეფონები და 115 ევროს ოდენობის თანხა ამოიღო. 

სამივე პირი დაკავებულია და მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია ნარკოტიკული ნივთიერების ფლობა-გადატანისთვის და იარაღის უკანონო შენახვის მუხლით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *