სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 26 წლის ბიჭი 3 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 26 წლის ბიჭი 3 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა
კასტელის ახალი აეროპორტის სამშენებლო მოედანზე ერთ-ერთი თანამშრომელი მძიმედ დაშავდა.
Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხუთშაბათს საღამოს 16:00 საათზე 26 წლის ბიჭი 3 მეტრის სიმაღლის კიბიდან გადმოვარდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
პოლიციამ 36 წლის დამსაქმებელი დააკავა სამუშაო ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო.
Facebook Comments Box