სანტორინი-ამორღო: მობილიზებულები არიან ექიმები და მაშველები – კუნძულები საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ
სანტორინი-ამორღო: მობილიზებულები არიან ექიმები და მაშველები – კუნძულები საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ
ბოლო 24 საათის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა კუნძულ სანტორინზე, იოსსა და ამორღოსზე არეულობა და ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.
შეგახსენებთ რომ კუნძულებზე მიწა იძვრა. რეგიონი სეისმურ კრიზისშია, რადგან ბოლო 48 საათის განმავლობაში 200-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი სანტორინთან ახლოს მდებარე კუნძული ანიდროსია.
მაქსიმალურ მობილიზებას აცხადებენ მაშველები და ექიმები ზემოთ აღნიშნულ სამივე კუნძულზე. პასუხისმგებელი ორგანოები შესაბამისი მოწყობილობებითა და სამაშველო ძალებით ამარაგებენ კუნძულის მოსახლეობას.
გამომდინარე აქედან იმისთვის რომ ადგილობრივმა და ახლომახლო კუნძლების მოსახლეობამ თავიდან აირიდოს ყოველგვარი მიწისძვრისგან გამოწვეული ზიანი პასუხისმგებელმა ორგანოებმა გადაწყვიტეს უსაფრთხოების ზომების მიღება, მათ შორის საცურაო აუზების დაცლა, რადგან მიწისძვრის დროს წყლის მოძრაობამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს შენობა-ნაგებობებს.
კუნძულების სტადიონებზე კარვები უკვე გაშლილია მოსახლეობის ევაკუაციისთვის და პასუხისმგებელი ორგანოების წარმომადგენლები ახდენენ მოსახლეობისა და ტურისტების ინფორმირებას მიწისძვრის შემთხვევაში სწორად ევაკუირებისთვის.