სანტორინი: კუნძულს უამინდობის ფენომენის შედეგად დიდი მატერიალური ზიანი მიადგა
სანტორინი: კუნძულს უამინდობის ფენომენის შედეგად დიდი მატერიალური ზიანი მიადგა
28 ნოემბერს ღამით წამოსული ძლიერი წვიმის შედეგად კუნძული სანტორინის უამრავი უბანს და მათს მაცხოვრებლებს დიდი მატერიალური ზიანი მიადგათ.
ჟურნალისტი პანაიოტის მიტილინეოსის მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად ადრეული დილიდანვე დაიწყეს პასუხისმგებელმა ორგანოებმა გზების გაწმენდა, თუმცა ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჭირს გადაადგილება, ათინიოს მთის ნაწილი ჩამოშლილია, რომლის შედეგადაც წამოსული ნაშალი მასალისგანაც გადაკეტილია პორტისკენ მიმავალი გზა.
კიდევ უფრო დრამატულია სიტუაცია ებორიოში, სადაც ადიდებულმა წყალმა წალეკა 5 ავტომანქანა, რომელთაგანაც ზოგი სრულიად არის განადგურებული.
პირღოსში ჩამოინგრა მუნიციპალური კედელი და იქვე მდებარე საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც სახლის დიდი ნაწილი დაზიანდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის ან თუ მოხდება აღნიშნული ზიანის ანაზღაურება.

