Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
საზოგადოებასაბერძნეთი

სანტორინი: ორმა ქალმა კუნძულზე მაშინ იმშობიარა, როცა სეისმური ბიძგებისგან მიწა იძვროდა

სანტორინი: ორმა ქალმა კუნძულზე მაშინ იმშობიარა, როცა სეისმური ბიძგებისგან მიწა იძვროდა

ბედნიერების ზღვაში არიან ჩაძირულები მშობლები, რომლებმაც გადალახეს შიში, არ დატოვეს კუნძული სეისმური აქტივობის გამო და ამ ქვეყანას ორი პატარა, გოგონა და ბიჭი მოავლინეს.

“ძლიერი გოგო გაიზრდება, რადგან საერთოდ არ შეაშინა მიწისძვრამ.” – აცხადებს მარინა ცერიკუ, ახალშობილი გოგონას დედა.

მარინამ ტელემაუწყებელ Star-თან საუბრისას აღწერა კუნძულის ყოველდღიურობა და გაიხსენა მშობიარობის მომენტი: “მშობიარობისას კუნძულზე 4,7 ბალიანი მიწისძვრა იყო, თუმცა ისეთი ტკივილები მქონდა, რომ არაფერი მაინტერესებდა. ძალიან შერეული გრძნობები მქონდა, რადგან სწორედ იმ მომენტში ამ ქვეყნად ახალ სიცოცხლეს ვავლენდი და სხვა დანარჩენი ამასთან შედარებით უფერულად და უმნიშვნელოდ მეჩვენებოდა. არც იცი რაზე უნდა მოახდინო კონცენტრაცია ესეთ დროს. უნდა გიხაროდეს და აღელვებული იყო შენი პატარას დანახვით, თუ უნდა გეშინოდეს იმ შემზარავი ბიძგების, რომლებიც კუნძულის მოსახლეობას უკვე ამდენი ხანია მოსვენებას უკარგავენ.”

თუმცა მარინა არ ყოფილა ერთადერთი დედა, რომელმაც კუნძულზე დარჩენა გადაწყვიტა. გუშინ ღამით იულიეტამაც მისი მესამე შვილი მოავლინა ამ ქვეყანას. 

“კუნძულზე დარჩენა გადავწყვიტეთ. ექიმს ვესაუბრე რათქმაუნდა, რადგან მეშინოდა, მაგრამ ბოლოს ვიფიქრე, რომ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. მართლაც ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა და დაიბადა ჩემი ჯანმრთელი ბიჭუნა.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *