სანტორინი: 16 თებერვალს სეისმური აქტივობის კომიტეტის სხდომა გაიმართება
სანტორინი: 16 თებერვალს სეისმური აქტივობის კომიტეტის სხდომა გაიმართება
26 იანვრიდან დღემდე სეისმოლოგიური ლაბორატორიის კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კუნძულზე 18 400 მიწისძვა დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძგების რაოდენობამ იკლო, 6 ბალიანი მთავარი მიწისძვრის საშიშროება მაინც დგას და სწორედ ამიტომ ხვალ, 16 თებერვალს სეისმური აქტივობის კომიტეტები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ამ დრომდე განხორციელებული უსაფრთხოების ზომების ეფექტურობა და მიიღონ გადაწყვეტილება შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
Facebook Comments Box