სანტორინი: 25 წლის გოგონამ ჩაის კოვზი გადაყლაპა
სანტორინი: 25 წლის გოგონამ ჩაის კოვზი გადაყლაპა
კუნძული სანტორინიდან კრეტაზე გადაიყვანეს 25 წლის გოგონა ძლიერი ტკივილებით მუცლის არეში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტკივილების გამომწვევი მიზეზი ჩაის კოვზი გახდა, რომელიც გოგონამ გადაყლაპა.
საწყის ეტაპზე პაციენტი სანტორინის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ვერ შეძლეს მისთვის რენდგენის გადაღება და საჭიროდ ჩათვალეს გოგონას კრეტაზე გადაყვანა.
cretalive.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამჟამად ახალგაზრდა ქალი ირაკლიოს გენერალურ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Facebook Comments Box
