საპატიო საბერძნეთის მოქალაქეობა მიენიჭება ალბანელს, რომელმაც მდინარიდან 2 არასრულწლოვანი ამოიყვანა
საპატიო საბერძნეთის მოქალაქეობა მიენიჭება ალბანელს, რომელმაც მდინარიდან 2 არასრულწლოვანი ამოიყვანა
ალბანეთის მოქალაქე გოგა ლევიანი საავადმყოფოში სასუნთ გზებზე პრობლემით გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ კაცმა გასულ ოთხშაბათს მდინარე არახთოდან 2 არასრულწლოვანი ბიჭი ამოიყვანა.
გოგა ლევიანს, პარასკევს ძლიერი ხველა დაეწყო, რის გამოც კერძო ექიმს მიაკითხა, ხოლო ექიმმა კი ურჩია, რომ ჩაეტარებინა სამედიცინო გამოკვლევები.
როგორც კი აღნიშნული შემთხვევის შესახებ საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადონის ღეორღიადისმა შეიტყო, ბრძანება გასცა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გოგა ლევიანი საავადმყოფოში გადაეყვანა საჭირო გამოკვლევების ჩასატარებლად.
ექიმები აცხადებენ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მისი საგმირო საქმის გამო იგეგმება გოგა ლევიანისთვის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭება.
