საპროტესტო მსვლელობა 11:00 საათზე დაიწყება
საპროტესტო მსვლელობა 11:00 საათზე დაიწყება
დღეს 24 საათით გაიფიცება სრულიად საბერძნეთი ტემბში 2 წლის წინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გაფიცვის თარიღი საბერძნეთის კერძო მუშაკთა გენერალური კავშირისა და საჯარო მოხელეთა გაერთიანების საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა.
გაფიცვის მთავარი მოთხოვნებია:
- საბოლოოდ ამოქმედდეს კანონის უზენაესობა
- აღმოიფხვრას დამნაშავეებზე ხელის დაფარების ყველანაირი მცდელობა
- დაისაჯოს ტრაგედიაზე პასუხისმგებელი ყველა პირი, განურჩევლად მათი თანამდებობისა
ათენში საპროტესტო მსვლელობა 11:00 საათზე სინდაგმას მოედნიდან დაიწყება, ხოლო სალონიკში კი ვენიზელუს ძეგლიდან.
საზოგადოებას საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ ტემბის ტრაგედიაში დაღუპული მგზავრების ოჯახისწევრები მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ გაფიცვაში მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. მხოლოდ მეტრო, ილექტრიკოსი და ტრამვაი იმუშავებენ დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე.
თუმცა მეტროს ხაზი აეროპორტის მიმართულებით არ იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში.
უფრო კონკრეტულად კი მეტროს 1 ხაზი Κηφισιά – Πειραιάς – გაიხსნება დილის 09:00 საათზე და ბოლო მარშრუტი განხორციელდება:
Κηφισιά και Πειραιά – 16:35
Μοναστηράκι-დან Κηφισιά-ს მიმართულებით – 16:51
Μοναστηράκι-დან Πειραιά-ს მიმართულებით – 17:09
Αττική-დან Κηφισιά-ს მიმართულებით – 16:59
Αττική-დან Πειραιά-ს მიმართულებით – 17:02
მეტროს მე-2 და მე-3 ხაზიც გაიხსნება დილის 09:00 საათიდან და ბოლო მარშრუტები განხორციელდება:
Ανθούπολη-დან Ελληνικό-ს მიმართულებით – 16:46,
Ελληνικό-დან Ανθούπολη-ს მიმართულებით – 16:43
Δημοτικό Θέατρο-დან Δ. Πλακεντίας-ის მიმართულებით – 16:32,
Δ. Πλακεντίας-იდან Δημοτικό Θέατρο-ს მიმართულებით – 16:37.
გაფიცვას უერთდებიან ტაქსის მძღოლებიც, რომლებიც უფასო გადაადგილებას სთავაზობენ მათ, ვისაც აქციაში მონაწილეობა სურთ. ტაქსით უფასო სარგებლობას შეძლებენ სიგრუ ფიქსის მეტრო სადგურიდან, კარაისკაკის მოედნიდან, ვიქტორიას მოედნიდან და მეღარო მუსიკისიდან სინდაგმის მოედნის მიმართულებით.