Latest news
საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება წარმოადგენს თუ არა საფრთხეს საბერძნეთისთვის შობადობის კლება რომელ მანქანებს აეკრძალებათ გადაადგილება საბერძნეთში სასამართლომ ომონიის პოლიციის განყოფილებაში 19 წლის გოგონას გაუპატიურების საქმის განხილვა დაიწყო  პირეა: სამართალდამცავი ორგანოები 24 წლის გოგონას მე-7 სართულიდან გადმოვარდნის საქმეს იძიებენ სალონიკი: მუნიციპალიტეტის მიერ შეგროვებული ყველაზე უცნარუ ნივთები აღიი ანარღირი: სავალალო პირობებში უწევდა 3 ბავშვს ცხოვრება მშობლებთან ერთად  პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა 24 წლის გოგონას პარტნიორი, რომელიც მე-7 სართულიდან ვარდნის შედეგად გა... ირაკლიო: სკოლაში სასწავლო პროცესი რწყილების გავრცელების გამო შეჩერდა 2 არასრულწლოვანი ელ.სკუტერით ფეხითმოსიარულეს შეეჯახა 
შაბათი, მაისი 16, 2026
საბერძნეთი

საპროტესტო წერილი ნატოს გენერალურ მდივანს ანკარაში ნატოს სახმელეთო ძალების შტაბისადმი გაკეთებულ მილოცვასთან დაკავშირებით

ბერძნული მხარის დაუყოვნებელი რეაქცია მოჰყვა ნატოს გამომწვევ ქმედებას  ანკარაში. “ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, ნატოში საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნატოს გენერალურ მდივანს, შესაბამისი მითითებების შესაბამისად წერილობითი პროტესტი გაუგზავნა ანკარაში ნატოს სახმელეთო ძალების შტაბისადმი გაკეთებულ მილოცვასთან დაკავშირებით.

ეს არის მილოცვა თურქეთის მიერ 30 აგვისტოს, ეგრეთწოდებული „გამარჯვების დღის“ აღნიშვნის გამო, რომელიც ნატომ თურქულ მხარეს წელსაც გაუგზავნა.

კერძოდ, ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობამ (LANDCOM), რომელიც მდებარეობს იზმირში, თავის Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც თურქეთს მიულოცა ქემალისტური ძალების მიერ თავდასხმის დაწყებისა და მცირე აზიის ფრონტზე ბერძნული არმიის დამარცხების წლისთავი.

LANDCOM-ის გზავნილში ვკითხულობთ: „გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება თურქეთისადმი, რომ გვიმასპინძლა ამ განსაკუთრებულ დღეს. 1952 წელს ნატოში გაწევრიანების შემდეგ თურქეთმა მონაწილეობა მიიღო მრავალ ოპერაციასა და წვრთნებში და მისი ჯარისკაცები ყოველთვის ავლენდნენ დიდ პროფესიონალიზმს და მონდომებას. თურქეთი და ნატო ერთად უფრო ძლიერი და უსაფრთხოა“.

“აღნიშნული ნაბიჯი  ერთჯერადად შეიძლება მივაწეროთ შეცდომას, მაგრამ იგივე ქმედების გამეორება, რომელიც იწვევს მტკივნეულ შთაბეჭდილებას, საბერძნეთმა შეიძლება მხოლოდ პროვოკაციად აღიქვას”- აცხადებს ბერძნული მხარე.

მსგავსი რამ მოხდა გასულ აგვისტოშის, თუმცა Twitter-ის ოფიციალურმა ანგარიშმა შემდგომში წაშალა შეტყობინება ათენის რეაქციის გამო.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *