სასადილოს უკან ნაპოვნი ემბრიონის საქმეს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ
სასადილოს უკან ნაპოვნი ემბრიონის საქმეს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ
გუშინდელი დღიდან ცდილობენ სამართალდამცავი ორგანოები დაადგინონ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს, თუ უბრალოდ ერთ ტრაგიკულ ისტორიასთან.
საქმე 17 მაისს დილით, სასადილოს უკან ნაპოვნ ემბრიონს ეხება სალონიკში, კერძოდ კი ორეოკასტროში.
ორსული ქალი, რომელმაც სავარაუდოდ სასადილოს უკან იმშობიარა, პოლიციელებმა რამდენიმე საათის შემდეგ საკუთარი სახლიდან აიყვანა.
protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 30 წლის ქალი, რომელიც წარმოშობით ალბანეთიდან არის, არ იმყოფება სამედიცინო აღრიცხვაზე და არცერთხელ ყოფილა შემწმებაზე არც კერძო და არც სახელმწიფო საავადმყოფოს ექიმთან ორსულობის პერიოდში.
ახსნა-განმარტების თანახმად, რომელიც დაკავებულმა პოლიციელებს მისცა, ჩანს, რომ იმ დღეს სასადილოსთან ახლოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და როცა თავი შეუძლოდ იგრძნო გარეთ გამოვიდა. ქალმა განაცხადა რომ ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, მაგრამ ვერ მიხვდა იმ მომენტში რომ ემბრიონი მუცლიდან მოწყდა.
პროკურორმა ქალის საავადმყოფოში გადაყვანის ბრძანება გასცა, რათა ჩაუტარდეს გინეკოლოგიური კვლევა და დადგინდეს ამბობს თუ არა სიმართლეს დაკავებული.
