Latest news
დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს მეტრო და ავტობუსები დღეს განსხვავებული განრიგით გადაადგილდებიან 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს დღეს და ხვალ ათენში საერთაშორისო ველორბოლა გაიმართება ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით -... ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს 9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრ... რომელი გზები გადაიკეტება 9 და 10 მაისს საბერძნეთში საერთაშორისო ველორბოლის ფარგლებში
კვირა, მაისი 10, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სასამართლომ ტემბის რკინიგზის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ნათესავებს 420 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნა დაუკმაყოფილა

სასამართლომ ტემბის რკინიგზის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ნათესავებს 420 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნა დაუკმაყოფილა

ათენის პირველი ინსტანციის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გამოაცხადა 25-ე სამწევრიანი დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2023 წლის 28 თებერვალს ტემბში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპული მსხვერპლების ნათესავებს განცდილი ფსიქიკური ტკივილისთვის 420 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნა დაუდასტურდა, აღნიშნულ თანხასთან ერთად დაითვლება პროცენტებიც, რომლებიც ამ წლების განმავლობაში დაემატა კომპენსაციას.

ადმინისტრაციულმა სასამართლომ საბერძნეთის სახელმწიფოს დააკისრა სამოქალაქო პასუხისმგებლობა რკინიგზის სადგურზე ზედამხედველობის არასათანადო გაწევისთვის და სწორედ ამიტომ დააკისრა სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა პროცენტებით იმ დღიდან, როცა სასამართლოში სარჩელი შევიდა.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრომ არ გამოიყენა მისი ზედამხედველობის უფლებამოსილება რკინიგზის უსაფრთხოების დაცვის საკითხებში და სწორედ ასე შეიტანა წვლილი სარკინიგზო ავარიაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *