სასკოლო ავტობუსი ავტომანქანას შეეჯახა – დაშავებულია ერთი მგზავრი
სასკოლო ავტობუსი ავტომანქანას შეეჯახა – დაშავებულია ერთი მგზავრი
ათენის ცენტრში დღეს დილით ავტომანქანა სასკოლო ავტობუსს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევა ევდოქსუსა და აგილის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
საბედნიეროდ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სასკოლო ავტობუსში მხოლოდ მძღოლი, ერთი ბავშვი და მისი თანამგზავრი იმყოფებოდნენ. ბავშვი და მძღოლი არ დაშავებულან. სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება მხოლოდ თანამგზავრს.

Facebook Comments Box
