Latest news
16 დეკემბერი: რატომ იფიცებიან საჯარო მოხელეები დღეიდან ათენის მოსახლეობა მობილურ ტელეფონებში სამგზავრო ბარათების მიმაგრებას შეძლებს პირეაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში თანამშრომლებმა ალკოჰოლური ნივთიერება 10 არასრულწლოვანს მიყიდეს გეგმიური სამუშაოების გამო მეტროს წითელი ხაზის 3 სადგური დროზე ადრე შეწყვეტს მუშაობას ხალკიდიკი: პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღებისთვის დააკავეს ფერმერების ბლოკადა გრძელდება - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები კალამატაში შენობაზე გრაფიტით შესრულებული მარია კალასის პორტრეტი მსოფლიოში საუკეთესო <<ფრესკად>> დასა... 16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ვინ არის ბერძენი ესკოპარი, რომელიც ნარკოტიკებით სავსე გემის ფლობისთვის დააკავეს ავტოსაგზაო შემთხვევამ მოტოციკლეტისტის სიცოცხლე იმსხვერპლა
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

სასწაულის მომსწრე გავხდი – აცხადებს 48 წლის კაცი, რომელსაც ბავშვის შვილად აყვანის შესაძლებლობა მისცეს

სასწაულის მომსწრე გავხდი – აცხადებს 48 წლის კაცი, რომელსაც ბავშვის შვილად აყვანის შესაძლებლობა მისცეს

ყოველწლიურად ასობით ბავშვი პოულობს მუდმივ და უსაფრთხო ოჯახს.
შვილად აყვანის პროცესი რადიკალურად ცვლის ბავშვის ცხოვრებას, რადგან შესაძლებლობას აძლევს, გაიზარდონ დაწესებულების საზღვრებს გარეთ, ნამდვილი ოჯახის გარემოცვაში.

საბერძნეთის სტატისტიკის სამსახურის ბოლო მონაცემებით, ბოლო წლებში შვილად აყვანის შემთხვევები გაიზარდა.
სოციალური ინტეგრაციისა და ოჯახის მინისტრმა, დომნა მიქაელიდუმ, განაცხადა, რომ პირველად, შვილად აყვანის პროცესის წარმოებისას უზრუნველყოფილია გამჭვირვალობა, სისწრაფე და ობიექტურობა.

48 წლის მარტოხელა მამამ, პანაიოტისმა, ისაუბრა, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო მისთვის გამხდარიყო მშობელი და რამხელა ბედნიერება მოუტანა მის სახლში პატარას შემოსვლამ: “ჩემი ბიჭი სახლში 2025 წლის 12 მარტს მოვიყვანე. როგორც პიროვნებას და ადამიანს მინდოდა გავმხდარიყავი მშობელი. წლები გადიოდა და რადგან ვერ შევძელი მეპოვნა ჩემი ცხოვრების სიყვარული, სტაბილური ურთიერთობა, 2019 წლის მაისში გადავწყვიტე შვილად აყვანის პროცედურები დამეწყო. გავაკეთე განცხადება და 6 წლის შემდეგ შევძელი გავმხდარიყავი მშობელი. უამრავი პროცედურა გავიარე, მათ შორის სოციალური კვლევებიც. აღნიშნული პროცედურები აუცილებელია, რათა დადგინდეს ხარ თუ არა შესაბამისი კანდიდატურა იმისთვის, რომ გახდე მშობელი. ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც არ დამიხევია უკან. გადაწყვეტილი მქონდა რომ უნდა გავმხდარიყავი მამა და მზად ვიყავი ყველა დაბრკოლების გადასალახად. როცა პირველად ვნახე ჩემი პატარა ვირწმუნე ფრაზის “ერთი ნახვით შეყვარება.” პირველივე დღიდან ენით აღუწერელი კავშირი ვიგრძენი ჩვენ შორის. სასწაულია ახლა რომ მე შვილი მყავს.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *