სატაბელო იარაღის მითვისებისთვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
სატაბელო იარაღის მითვისებისთვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
სატაბელო იარაღის მითვისებისთვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს და ის, პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრატორი აღმოჩნდა!
იარაღის მოძიება ამ რომდე გრძელდება.
ELAS-ის განცხადება:
2024 წლის 17 იანვარს, ოთხშაბათს, უშიშროების უწყების შინაგან საქმეთა სამსახურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, სახელმწიფო ინვენტარის გაფლანგვისა და იარაღთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევებისათვის, ასევე, პოლიციელის მიერ კანონის დარღვევისთვის პოლიციელი – ატიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრატორი დააკავა.
მომხდარის შესახებ სასწრაფოდ ინფორმირებული იქნა უშიშროების უწყების შინაგან საქმეთა სამსახური, რომლის გამოძიებიდან გაირკვა, რომ საერთო ჯამში დაკარგულია: 6 სატაბელო პისტოლეტი, 4 სატაბელო რევოლვერი, (მათ შორის, ზემოაღნიშნული პოლიციელის პირადი რევოლვერი), 2 სანადირო თოფი – ვადაგასული შენახვის ნებართვით, მობილური ტელეფონი,41 ცალი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და პოლიციის ხელკეტი, რომელსაც პოლიციელი უკანონოდ ფლობდა.
დაკავებული პრის წინააღმდეგ სისხლს სამართლის საქმეა აღძრული და ის, პროკურატურაშია გადაყვანილი, ხოლო დაკარგული იარაღიებისა და სხვა ინვენტარის მოძიება ამ დრომდე გრძლდება.