Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სატელევიზიო გადაცემა GNTM-ის ყოფილ მონაწილეს ავტომანქანა დაეჯახა და დაშავებული უმწეო მდგომარეობაში გზაზე მიატოვა

სატელევიზიო გადაცემა GNTM-ის ყოფილ მონაწილეს ავტომანქანა დაეჯახა და დაშავებული უმწეო მდგომარეობაში გზაზე მიატოვა

სანაპირო ზოლზე, პოსიდონოს გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტაკის ხირასი, სატელევიზიო გადაცემა საბერძნეთის ნექსთ მოდელის ყოფილი მონაწილე, მძიმედ დაშავდა. 

სატელევიზიო გადაცემის ყოფილი მონაწილე სანაპირო ზოლზე სუნიოსკენ მიმავალ გზაზე მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა მის მეგობართან ერთად, როცა ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად ტაკის ხირასი გზის ბარიერს შეასკდა და მძიმე სხეულის დაზიანებები მიიღო, მისი მეგობარი კი საბედნიეროდ არ დაშავებულა, რადგან მოტოციკლეტიდან გადახტომა მოასწრო.

ავტომანქანა, რომელსაც ახალგაზრდები შეეჯახნენ შემთხვევის ადგილიდან მომენტალურად მიიმალა.

protothema.gr-თან საუბრისას ტაკის ხირასმა განაცხადა, რომ ავტომანქანა სინათლის სიჩქარით გადაადგილდებოდა და შეჯახების შემდეგაც მაღალი სიჩქარით მიიმალა ადგილიდან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *