Latest news
კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა სალონიკი: პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 33 წლის კაცი დააკავეს შთამბეჭდავი სანახავია თეთრად შემოსილი პელოპონისო და სალონიკის მთიანი ნაწილი ტაქსის მძღოლები დღესაც აგრძელებენ გაფიცვას კერნიკის ეროვნულ პარკში 23 მეტრის სიმაღლი 1074 წლის ხე დგას  21 იანვარი: უამინდობის ფენომენის გამო სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა ბარომეტრი საბერძეთის საზამთრო სეზონისთვის შეუფერებლად დაბალ ტემპერატურას აჩვენებს ტაქსის მძღოლები ისევ 48 საათიან გაფიცვას აცხადებენ ევია: დიდთოვლობის გამო დირფისის კურორტისკენ მიმავალ გზაზე 2 ახალგაზრდა გაიჭედა მოსწავლემ სკოლაში ხანძარი გააჩინა
ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სატრანსპორტო სამინისტროს მინისტრი ტროლეიბუსების გაუქმების მიზეზებს ასახელებს

სატრანსპორტო სამინისტროს მინისტრი ტროლეიბუსების გაუქმების მიზეზებს ასახელებს

“ნახევარ საუკუნეზე მეტია ტროლეიბუსები ერთგულად ემსახურებიან ათენის მოსახლეობას. ჩვენი მოვალეობაა დედაქალაქს შევთავაზოთ უკეთესი ხვალინდელი დღე და ქალაქში უსაფრთხო და სანდო გადაადგილების მეთოდები.” – განაცხადა სატრანსპორტო სამინისტროს მინისტრმა, კონსტანტინოს კირანაკისმა.

მინისტრმა ისაუბრა გადაწყვეტილებაზე, რომელიც ქალაქში ტროლეიბუსების ხაზების ალაგებას უკავშირდება და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ელექტრო ავტობუსებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს: “ტროლეიბუსების შენახვის ღირებულება 2-ჯერ მეტია ახალი თაობის ელ.ავტობუსების შენახვის ღირებულებაზე. ყოველ კილომეტრზე, რომელსაც ტროლეიბუსი გადის, სახელმწიფო 5,5 ევროს იხდის, ხოლო ელექტრო ავტობუსისთვის კი 2,5 ევროს. ახალი თაობის, თანამედროვე ელ.ავტობუსების შემოყვანით ქალაქში მოსახლეობას წავახალისებთ დატოვონ ავტომანქანები სახლში და ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით, რაც თავისთავად წვლილს შეიტანს საცობების შემცირებაში.”

შეგახსენებთ, რომ ტრამვაის ხაზების დახსნა ათენში 7 დეკემბრიდან დაიწყო და 18 თვეს გასტანს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *