Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
მსოფლიო

საშინელება გერმანიაში არასრულწლოვანთა დაწესებულებაში: 10 წლის გოგონა 25 წლის თავდამსხმელმა გააუპატიურა, შემდეგ კი 11 წლის ბიჭმა დაახრჩო!

გერმანიაში აჟიოტაჟი გამოიწვია 10 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის შოკისმომგვრელმა შემთხვევამ, რომელიც ბავარიის ქალაქ ვუნსიდელის გარეუბანში, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ცხოვრობდა.

გავრცელებული ცნობით, 25 წლის დანიელ ტროგერს ბრალი ედება 4 აპრილს, საღამოს 9 საათზე, ღია ფანჯრიდან არასრულწლოვანთა პანსიონატში შეჭრა, პატარა ლენას გაუპატიურება (რომელიც ხელისუფლებამ ოჯახიდან წაიყვანა მასზე ძალადობის გამო), რის შემდეგაც მოძალადემ ამავე დაწესებულებაში მყოფ 11 წლის მოზარდთან ერთად “ლუდი დალია და პორნოგრაფიას უყურა”. ვარაუდობენ,რომ მოგვიანებით ეს ბიჭი თავს დაესხა 10 წლის გოგონას და დაახრჩო, ხოლო მისი უსიცოცხლო სხეული ცენტრის თანამშრომლებმა 12 საათის შემდეგ აღმოაჩინეს.

წმინდა იოზეფის არასრულწლოვანთა თავშესაფარი, სადაც 90 ბავშვი ცხოვრობს, ახლა გერმანიის ხელისუფლების გამოძიების ცენტრშია, რომელმაც დანაშაულის ადგილზე 25 წლის მამაკაცის და 11 წლის ბიჭის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინა. ხელისუფლების განცხადებით, ტროგერი დაკავებულია და ბრალი არასრულწლოვანის გაუპატიურებაში, ქურდობასა და ცეცხლის წაკიდებაში ედება.

“მარტოხელა კაცი”, როგორც მას იცნობდნენ, მუშაობდა მუნიციპალიტეტში დასუფთავების თანამშრომელად და სავარაუდოდ, მონაწილეობდა სამშენებლო ობიექტებზე ძარცვასა და რამდენიმე ათასი ევროს ღირებულების სამშენებლო ტექნიკის ქურდობაში.

ბრიტანული გაზეთის წყაროების თანახმად, 11 წლის ბიჭს, რომელმაც სავარაუდოდ მოკლა პატარა გოგონა პანსიონიდან მამაკაცის წასვლის შემდეგ, ძალადობის ისტორია ჰქონდა. მცირე ასაკის გამო ის პასუხისგებაში მიცემული არ იქნება, რადგან გერმანიის კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის ქვედა ზღვრული ასაკი 14 წელია.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპეტენტურმა სამსახურებმა, რომლებმაც 11 წლის ბიჭი შენობაში მოათავსეს, იცოდნენ მისი ძალადობრივი წარსულის შესახებ და მიუხედავად ყველაფრისა, გადაწყდა, რომ იგი ათეულობით სხვა ბავშვთან ერთად უნდა მოეთავსებინათ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *