საშინელება პოლონეთში-ინცესტი მამას და შვილს შორის და სამი გარდაცვლილი ჩვილის ნეშტი სარდაფში
ჩრდილოეთ პოლონეთში, სოფელ ჩერნიკში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში, სადაც ერთმანეთთან შეთანხმებულ ინცესტურ ურთიერთობაში მყოფი 54 წლის მამა და მისი 20 წლის ქალიშვილი ცხოვრობდნენ, ადგილობრივმა პოლიციამ სამი ახალშობილის გახრწნილი ცხედარი აღმოაჩინა.
ჩვილები ზედაპირულად გათხრილ საფლავებში ცელოფნებში გახვეულები იპოვეს. პირველი ორი ბავშვის ცხედარი პარასკევს აღმოაჩინეს, ხოლო მესამე შაბათს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენილი ცხედრებიდან პირველი ორი ჩვილი გაჩნდა მამის და მისი 20 წლის შვილის ურთიერთობის შედეგად, ხოლო მესამე ჩვილი ასევე მამის ურთიერთობით მის მეორე ქალიშვილთან, რომელსაც მამა მასთან სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა. პროკურატურა აქვე ეჭვობს რომ მესამე ჩვილი თვით მამამ მოკლა.
ამ საშინელი ამბის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოციალურმა სამსახურებმა საეჭვო გარემოებების აღმოჩენის შემდეგ პოლიციას აცნობეს.
მრავალშვილიანი მამა 54 წლის პიოტრ გიერასიკი დაახლოებით 15 წლის წინ სოფელში ცოლის გარდაცვალების შემდეგ დასახლდა და 10-12 ბავშვის გაზრდა მარტომ ითავა. ის გარშემომყოფებზე კარგი მამის შთაბეჭდილებას ტოვებდა, არ სვამდა, ბავშვები სასეირნოდ დაჰყავდა და უბრალო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდა, არავის უფიქრია, რომ ოჯახში ასეთი საშინელება ხდებოდა.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც საკონდიტრო მაღაზიის თანამშრომლებმა, სადაც ოჯახის წევრი 20 წლის პაულინა მუშაობდა, შეამჩნიეს, რომ ის ორსულად იყო, ხოლო ფეხმძიმობას ფართო ტანსაცმლით მალავდა.
სოფლის მაცხოვრებლები აღწერენ რომ მამა და შვილი ცხოვრობდნენ და იქცეოდნენ როგორც წყვილი, დადიოდნენ ხელიხელჩაკიდებულები, მამამ შვილს თმაც კი გადაპარსა, რომ სხვა ბიჭებს არ შეეხედათ მისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, პაულინას კოლეგამ გააფრთხილა სოციალური სამსახურები მას შემდეგ, რაც ნახა საეჭვო ტექსტური შეტყობინება, რომელიც გოგონამ მამას გაუგზავნა.
ამჟამად პროკურატურა ელოდება გაკვეთის შედეგებს, რათა დადგინდეს ჩვილების გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი. ამავდროულად პოლიცია აგრძელებს ჩხრეკას სახლის სარდაფში, რომ გაირკვეს, არის თუ არა კიდევ დამარხული გვამები.