Latest news
ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა ექსპერტიზის შედეგად 21 წლის იოჰანის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ავტოსაგზაო შემთხვევა კიფისოზე: 8 ავტომანქანის შეჯახების შედეგად 7 მგზავრი დაშავდა პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - რა უნდა ვიცოდეთ  ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს მეტროსადგურ პერისოზე 21 წლის ბიჭი ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს სანაპიროებიდან ისევ მთიან კურორტებზე - ხვალიდან ტემპერატურა რადიკალურად იცვლება სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს 
ორშაბათი, მარტი 17, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

საშობაო სუფრა წელს 20%-ით უფრო ძვირია

საშობაო სუფრა წელს 20%-ით უფრო ძვირია

იხილეთ დეტალურად რა ღირს 4 კაციანი სუფრა

დაახლოებით 20%-ით უფრო ძვირი, ვიდრე შარშან, ეღირება წელს საშობაო სუფრა, როგორც საბერძნეთის მომხმარებელთა გენერალური ფედერაცია იუწყება.

მომხმარებელთა გენერალური ფედერაცია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ფასების კვლევა ჩაატარა და ირკვევა, რომ წლევანდელი საშობაო სუფრა დაახლოებით 147,15 ევრო ეღირება, მაშინ როცა შარშან ახალი წლის ღამეს იგივე ნივთების ღირებულება 119,25 ევრო იყო. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ზეითუნის ზეთის, ელექტროენერგიის და ლიმონის ფასი არ არის გათვალისწინებული ხარჯების გაანგარიშებისას.

ქვემოთ მოცემულია ფასები 4 კაციან სუფრაზე:

2 კილო ინდაური (კილოზე 11 ევრო) 22 ევრო

2 კილო ნეკნი (კილოზე 13 ევრო) 26 ევრო

1 კილო ძეხვი (9 ევრო თითო კილო) 9 ევრო

პომიდორი 300 გრამი (კილოზე 2,5 ევრო) 0,75 ევრო

კიტრი 1×0,70 ევრო

ახალი ხახვი თითო მტევანი 0,70 ევრო

კომბოსტო  1,5 ევრო

სტაფილო (კილოში 2) 1 ევრო

კარტოფილი 1,2 კილოგრამზე

ყველი ფეტა (კილოზე 13 ევრო) 6,5 ევრო

ყველი კასერი ღრავიერა (17,90 ევრო თითო კილო) 9 ევრო

ჩამოსასხმელი ღვინო (0,750 მლ) 14 ევრო

გამაგრილებელი სასმელები (8 × 0,85 ევრო) 7 ევრო

ლუდები (2 x 2,10 ევრო) 4,20 ევრო

მელომაკარონა და კურაბიედეს  (1 კგ) 16 ევრო

ტკბილეული 12 ევრო

ხილი 3 ევრო

ინდაურის შიგთავსი 12 ევრო

ჯამი: 147,15 ევრო

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *